1 მაისი - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ათორმეტთაგან მოძრავნი:
24 აპრილი - ბზობა - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
9 ივნისი - ამაღლება იესო ქრისტესი
19 ივნისი - სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლა
ათორმეტთაგან უძრავნი:
7 იანვარი - ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
19 იანვარი - განცხადება - იესო ქრისტეს ნათლისღება
15 თებერვალი - მირქმა - იესო ქრისტეს მიგებება
7 აპრილი - ხარება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება
19 აგვისტო - ფერისცვალება - იესო ქრისტეს ფერისცვალება
28 აგვისტო - მარიამობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება
21 სექტემბერი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა
27 სექტემბერი - ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა
4 დეკემბერი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება
დიდი დღესასწაულები:
14 იანვარი - წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა
27 იანვარი და 1 ივნისი - წმ. დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა
20 ივნისი - სულიწმიდის ორშაბათი.
7 ივლისი - წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა
12 ივლისი - წმ. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
13 ივლისი - სვეტიცხოვლობა (ტაძრის დღესასწაული)
11 სექტემბერი - თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა (მარხვა)
14 ოქტომბერი - მცხეთობა - სვეტიცხოვლობა, დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი;
გარდამავალი დღესასწაულები:
10 მარტი (ყველიერის ხუთშაბათი) - ღირსი შიო მღვიმელის ხსენება
19 მარტი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) - დიდმოწამე თეოდორე ტირონისა
27 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) - ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება
10 აპრილი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) - ღირსი იოანე სინელის ხსენება
17 აპრილი (დიდი მარხვის V კვირიაკე) - ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება
23 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) - მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
15 მაისი (აღდგომიდან III კვირიაკე) - მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა
15 ივნისი (ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი) - ღირსი დოდო გარეჯელის ხსენება
16 ივნისი (ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი) - ღირსი დავით გარეჯელის ხსენება
26 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე) - ყოველთა წმიდათა ხსენება
|