მუხლი I. ზოგადი დებულებები
- შინაგანაწესი შედგენილია „საქართველოს კონსტიტუციის“, საქართველოს კანონების: „ზოგადი განათლების შესახებ“, „kerZo სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „შრომის კოდექსისა“ skolis wesdebis და სხვადასხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
- შინაგანაწესით განისაზღვრება:
- სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა;
- სწავლა–სწავლების ეფექტურად მართვის მექანიზმები;
- სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება;
- სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობა;
მუხლი II. თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი
- მოქალაქის სამუშაოზე მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, მისაღებ პირს მოთხოვოს:
- განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;
- მოძღვრის რეკომენდაცია;
- შრომის წიგნაკის წარმოდგენა, არქონის შემთხვევაში კი, რეკომენდაცია უკანასკნელი საქმიანობის ადგილიდან;
- კადრების აღრიცხვის ფურცელი;
- შესაბამისი დოკუმენტები განათლების ან პროფესიული მომზადების შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
სკოლაში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან სკოლის დირექტორი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც აღინიშნება თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უფლებამოსილება–ვალდებულებები და დავის წარმოშობის შემთხვევაში– გასაჩივრების მექანიზმები.
- ხელშეკრულება ფორმდება გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ერთი წლისა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელშეკრულებო დროით.
შენიშვნა: სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე პროფესიული დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშე იყოლიოს რეზერვი ან მაძიებელი („სტაჟიორი“) მასწავლებელი.
- თანამშრომლის მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
- გააცნოს მას შინაგანაწესი
- ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარისა და ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებისა და ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
- თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამუშაოზე მიღების ხელშეკრულება. ბრძანებათა ასლები წახალისების, გადაყვანისა და გათავისუფლების შესახებ. თანამშრომელს უფლება აქვს გააუქმოს დადებული ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია,
- გაფრთხილების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას შრომის წიგნაკი და გაუსწოროს ანგარიში.(გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
- ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შესაძლებელია თანამშრომლის მოთხოვნით: მისი ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის ან სხვა საპატიო მიზეზით.
- შრომის ხელშეკრულების მოშლა ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
- თანამშრომლის სამუშაოდან დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- დაუშვებელია დათხოვნა შვებულების ან დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვის დროს.
მუხლი III. თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი
- სკოლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
- ზუსტად შეასრულონ სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.
- დაიცვან შრომის დისციპლინა, დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დაიცვან სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი:
- საქმიანობაში წარმატებების მისაღწევად მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა, დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა.
- თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად სრულყონ პროფესიული კვალიფიკაცია.
- პასუხი აგონ სწავლა–სწავლების შედეგებზე.
- აღზარდონ ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების პიროვნებები.
- დაიცვან მოსწავლეთა უსაფრთხოება.
- არ დაუშვან დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით.
- პერსონალის ძირითად მოვალეობათა სფერო განისაზღვროს ხელშეკრულების პირობებითა და დადგენილი წესით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და დებულებებით.
ა(ა)იპ-ის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, ამავე დროს, არის ცენტრთან არსებული სკოლის დირექტორი.
სკოლის დირექტორი
1. საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ინტერესის გათვალისწინებით ნიშნავს სკოლის დამფუძნებელი. ის წარმოადგენს სკოლის უმაღლეს თანამდებობის პირს.
2. დირექტორი:
ა)ხელმძღვანელობს პედაგოგიურ კრებას და სკოლის ადმინისტრაციას.
ბ)ხელმძღვანელობს დაწესებულების სასწავლო აღმზრდელობით პროცესს; პასუხისმგებელია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე.
გ)uzrunvelyofs skolis Sinaganawesis momzadebas da warudgens dasamtkiceblad damfuZnebels, ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში.
დ)წარმოადგენს სკოლას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.
ე)კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს სკოლის სახელით.
ვ)ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს, სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის საფუძველზე წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა მომსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;
ზ)წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად განაგებს დაწესებულებების ქონების და საფინანსო სახსრებს; პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე.
თ)უფლება აქვს განსაზღვრული წესითა და პირობებით დანიშნოს სკოლის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.
ი)ხელს უწყობს სკოლის საფინანსო დოკუმენტაციების მოწესრიგებას.
კ)უფლებამოსილია დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთისსკოლებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ლ)ახოეციელებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მ)უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადება უნდა წარუდგინოს იმ პირს, რომელმაც იგი დანიშნა.
ნ)პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობის კანონიერებაზე და ეფექტიანობაზე.
3. სკოლის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს-ბრძანებებს. (მათ შორის სკოლის ტერიტორიაზე ჩხრეკების ჩატარების თაობაზე)
4. დირექტორის არყოფნის, ან მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს ასრულებს სკოლის ხელმძღვანელი.
სკოლის დირექტორის მოადგილე:
1. დირექტორის მოადგილეს, დამფუძნებელთან შეთანხმებით ნიშნავს (ათავისუფლებს) სკოლის დირექტორი
დირექტორის მოადგილე:
ა)კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა და თანამშრომელთა შორის დისციპლინის გამყარებას.
ბ)აწარმოებს კონტროლს სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებაზე.
გ)აკონტროლებს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, აანალიზებს ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მდგომარეობას.
დ)იმუშავებს კლასგარეშე და სკოლის გარეშე ღონისძიებების გეგმებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას.
ე)ხელმძღვანელობს სტუდიების საქმიანობას.
ვ)აკონტროლებს კლასის ხელმძღვანელების მუშაობას, უზრუნველყოფს მათ მიერ სააღმზრდელო გეგმების სადღეისო მოთხოვნათა დონეზე შესრულებას. მოწმობს მათ მიერ ჩატარებულ წერილობით ანგარიშებს.
ზ)ხელმძღვანელობს პირველი და ბოლო ზარის ჩატარებას სათანადო დონეზე.
თ)ორგანიზაციას უკეთებს სკოლაში, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობას.
ი)უზრუნველყოფა მასწავლებელთა მეთოდური ლიტერატურით, სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით მომარაგებას.
კ)ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მეთოდურ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მასწავლებლებს,ატარებს ღონისძიებებს მათი პედაგოგიური და მეთოდური დახელოვნებისათვის.
2. იგი პასუხისმგებელია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე.
3. სკოლის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესს, ადგენს გაკვეთილების ცხრილს, საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს მას. აწარმოებს ტაბელს. ამოწმებს საკლასო ჟურნალებს.
4. ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის. ადგენს მოსწავლეთა რაოდენობას კლასების მიხედვით, აზუსტებს პედაგოგთა დატვირთვას. თვალყურს ადევნებს საკლასო ოთახების მომზადებას.
5. აწარმოებს შიდა სასკოლო კონტროლს სასწავლო გეგმებისა და პროგრამების განხორციელებაზე.
6. ხელმძღვანელობს გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას. დირექტორთან შეთანხმებით ნიშნავს საგამოცდო კომისიას.
სკოლის ადმინისტრაცია
სკოლას მართავს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც შედგება სკოლის დირექტორისაგან, დირექტორი მოადგილისაგან, სკოლის ინპექტორისაგან, სამეურნეო ნაწილის გამგისაგან, ბუღალტრისაგან და სკოლის მართვის საბჭოს წევრებისაგან.
1. სკოლის ადმიმნისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს სკოლის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. სკოლის ადმინისტრაცია:
ა)დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის საწავლო-აღმზრდელობით და სამეურვეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს.
ბ)სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და ბუღალტერიას,
გ)შეიმუშავებს სკოლის არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს,
დ)ამზადებს და დირექტორს პედაგოგთა საერთო კრებაზე განსახილველად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს,
ე) კოორდინაციას უწევს საგნობრივი კათედრების მუშაობას.
ვ)ახორციელებს სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და დირექტორის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
სკოლის ინსპექტორი:
ინსპექტორს სკოლის დამფუძნებლის წარდგინებით ნიშნავს –ათავისუფლებს სკოლის დირექტორი .
ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანი წესრიგი.
მას აქვს უფლება გაჩხრიკოს ნებისმიერი მოსწავლე ნებისმიერ დროს. შეამოწმოს გაკვეთილებზე მოსწავლეთა სწრებადობა, შეაგროვოს მოძღვრის რეკომენდაციები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები . საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს მოსწავლის მშობლები (მეურვე) და აცნობოს მათ შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
გაატაროს ღონისძიებები მოსწავლეზე მოხსენებითი ბარათის დაწერის შემთხვევაში.
იზრუნოს მოსწავლეთა სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის.
|