სკოლის ინსპექტორი:
ინსპექტორს სკოლის დამფუძნებლის წარდგინებით ნიშნავს –ათავისუფლებს სკოლის დირექტორი .
ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანი წესრიგი.
მას აქვს უფლება გაჩხრიკოს ნებისმიერი მოსწავლე ნებისმიერ დროს. შეამოწმოს გაკვეთილებზე მოსწავლეთა სწრებადობა, შეაგროვოს მოძღვრის რეკომენდაციები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები . საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს მოსწავლის მშობლები (მეურვე) და აცნობოს მათ შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
გაატაროს ღონისძიებები მოსწავლეზე მოხსენებითი ბარათის დაწერის შემთხვევაში.
იზრუნოს მოსწავლეთა სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის.
სამეურნეო ნაწილის გამგე
სამეურნეო ნაწილის გამგეს ნიშნავს (ათავისუფლებს) საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი. ის უზრუნველყოფს სკოლის სამეურნეო საქმიანობას, სანიტარული მომსახურებისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვას.
უწევს კონტროლს ელექტროგანათების, გათბობის, ვენტილაციის და სანტექნიკური მოწყობილობების გამართულ მუშაობას.
ღებულობს მონაწილეობას წარმოების ძირითადი ფონდების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაში, უწევს კონტროლს მათ მიმდინარეობას ადგენს სამეურნეო ხარჯების ანგარიშს.
უზრუნველყოფს სკოლას ავეჯით, სამეურნეო ინვენტარით. უწევს კონტროლს მათ დაცვას და მიმდინარე შეკეთების დროს გამწვანებას-დასუფთავების დროულად ჩატარებას.
ხელმძღვანელობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, გამწვანებას, დასუფთავებას, ფასადის მოვლას და სხვა. ტექნიკურ მომსახურებას უწევს სკოლასა და სკოლის ეგიდით ჩატარებულ ყველა ღონისძიებას.
ზედამხედველობას უწევს სკოლის სახელით ერთობლივ საქმიანობას სხვა ორგანიაზციებთან და სუბიექტებთან, ხელმძღვანელობს დაცვის სამსახურს, უზრუნველყოფს სკოლას სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით.
აწარმოებს წინასწარ გათვლებს საჭირო რესურსებზე, უკვეთავს მათ და მონაწილეობს მომწოდებლებთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებაში.
უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობაში მასალების დატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოებს ისე რომ დაცულ იქნას მოთხოვნები შრომის დაცვაზე, უსაფრთხოების ტექნიკაზე, საწარმოო სანიტარიაზე.
აწარმოებს მატერიალურ ღირებულებათა ინვენტარიზაციას და რევიზიას სათანადო სამსახურების მონაწილეობით.
რეგულარულად აწარმოებს სასწავლო ოთახებისათვის განკუთვნილი ინვენტარის მოვლის მდგომარეობას და დროდადრო უზრუნველყოფს მის შეკეთება –აღდგენას. ზედამხედველობს სკოლის ტექნიკური პერსონალის მუშაობას. იცავს სკოლის სახანძრო უსაფრთხოებას.
დროულად უზრუნველყოფს საწყობის სათავსოს მიმდინარე რემონტს, წესრიგში აქვს მოწყობილობანი, ინვენტარი. უზრუნველყოფს განათების, ელექტრომოწყობილობების მომსახურებას.
აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ისეთ ღონისძიებათა გატარებაში, რომელიც უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის ეფექტურ გამოყენებას.
სკოლის ბუღალტერი:
1. ა(ა)იპ საფინანსო განყოფილების გამგე, ამავე დროს წარმოადგენს სკოლის ბუღალტერს.
სკოლის საფინანსო განყოფილების გამგეს ნიშნავს (ათავისუფლებს) საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი.
2. სკოლის ბუღალტერი აღრიცხავს სკოლის მთლიან უძრავ –მოძრავ ქონებას, მათ საბალანსო ღირებულებას.
3. ხელმძღვანელობს სკოლის ფინანსების ხარჯვას.
4. მონაწილეობს სასწავლო წლის დასაწყისში ტარიფიკაციის შედგენაში.
5. აწარმოებს ყოველთვიურად ხელფასების უწყისის შედგენასა და ხელფასის გაცემას, ინვენტარიზაციისა თუ სკოლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველ ყველა დოცუმენტს და წესრიგში მოჰყავს თითოეული მათგანი.
6. ამუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს საფინანსო დისციპლინის დაცვას.
7. კონტროლს უწევს კანონის დაცვას, საგადასახადო და სააღრიცხვო ვალდებულებების დაცვას, აფორმებს სათანადო მასალებს, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური და ფულადი საშუალებების განიავებასთან და წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას.
8. უზრუნვეწლყოფს საბუღალტრო დოკუმენტაციის საიმედო დაცვას, მათ სათანადო გაფორმებას და დადგენილი წესით არქივში შენახვას.
საქმეთა მმართველი:
ა(ა)იპ საგანმანათლებლო ცენტრის კანცელარიის გამგე, ამავე დროს არის სკოლის საქმეთა მმართველი.
საქმეთა მმართველს ნიშნავს (ათავისუფლებს) საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი. ის აწარმოებს სკოლის საკანცელარიო საქმიანობას კერძოდ:
ა)დირექტორის დავალებით ამზადებს წერილებს ზემდგომსა თუ სხვა ინსტაციებთან.
ბ)შემოსული და გასული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ტრანსპორტირებას, აღრიცხვას და გადაყვანას ადრესატამდე.
გ)აწარმოებს სკოლის კონტიგენტთან დაკავშირებულ ყველა დოცუმენტს.
დ)აწესრიგებს მასწავლებელთა და სკოლის სხვა მუშაკთა პირად საქმეებსა და შრომის წიგნაკებს, ახდენს მათში თითოეული ჩანაწერის დროულად გაკეთებას (ცვლილებების, დაჯილდოებებისა და სხვა)
ე)ინახავს საკლასო ჟურნალებს. აკადემიური მოსწრების უწყისებს.
ვ)ხელმძღვანელობს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას.
ზ)აწარმოებს სკოლის პედაგოგთა, მუშაკთა პირადი შემადგენლობის აღრიცხვის წიგნს. აგრეთვე მოსწავლეთა ბრძანების წიგნს და ძირითადი საქმიანობის ბრძანების წიგნს.
თ)უვლის და აწესრიგებს სკოლის არქივს.
ი)ითავსებს ოპერატორის ფუნქციას. მოვალეა მოახდინოს სკოლის კომპიუტერული მომსახურება.
სკოლის ბიბლიოთეკის გამგე:
1. ბიბლიოთეკის გამგეს ნიშნავს (ათავისუფლებს) ცენტრის დირექტორი.
2. ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, რომლის ფუნქციაა ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სკოლის ექთანი:
სკოლის ექთანს ნიშნავს (ათავისუფლებს ) ცენტრის დირექტორი.
1.სკოლის ექთანი ადგენს სამუშაო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
2. სკოლის ექთანი შეისწავლის სკოლის მოსწავლეთა ჯამრთელობის მდგომარეობას. აწესებს კონტროლს მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაზე, ამზადებს და ატარებს ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
3. იცავს სკოლის სანიტარული ჰიგიენის რეჟიმს მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა შორის , ატარებს სანიტარულ –საგანმანათლებლო მუშაობას.
4.სკოლის ექთანი გეგმის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს შედეგების ჩაწერას მოსწავლის ინდივიდუალურ ბარათში (ფორმა #26)
5.კლასის ხელმძღვანელებთან და სპორტის მასწავლებელთან ერთად აწარმოებს მოსწავლეთა განაწილების ჯგუფებად სპორტული მეცადინეობისათვის. ცალკე გამოყოფს იმ ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალისტების კონსულტაცია და მათთან ერთად უნიშნავს მკურნალობას და უწევს ხელმძღვანელობას.
6.მოსწავლეებს უწევს საჭირო პირველ დახმარებას .
7.სკოლის ექთანი ესწრება სპორტის გაკვეთილებს, შეჯიბრებებს, ხელმძღვანელობას უწევს მეცადინეობის დროს სანიტარულ –ჰიგიენური პირობების დაცვას.
8. სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს სანიტარული რეჟიმის დაცვას საკლასო ოთახებში, სასწავლო კაბინეტებში, ბუფეტში, სკოლის შენობაში და სხვა.
9. ეხმარება კლასის ხელმძღვანელს (აღმზრდელს) მოსწავლის დღის რეჟიმის შედგენაში და საკლასო მერხებზე მოსწავლეთა დასმის ორგანიზებაში.
10. ავადმყოფობის შემთხვევაში, კლასის ხელმძღვანელთან(აღმზრდელთან) შეთანხმებით, მოსწავლეს ათავისუფლებს საგაკვეთილო პროცესიდან . აკეთებს შესაბამის ჩანაწერს რვეულში.
11.ახდენს წვევამდელი ბავშვების სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე დაყენებას და აგვარებს დოკუმენტაციას.
12.სკოლის ექთანი სკოლაში უნდა გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.
|