მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSოთხშაბათი, 18.06.2025, 16:59

Мой сайт

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
[34]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები »

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
29.10.2017, 13:33

დარაჯი

   1.დარაჯს ნიშნავს ათავისუფლებს საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი. ის აწარმოებს ობიექტის დაცვას. უშვებს მოქალაქეებს და სატრანსპორტო საშუალებებს სკოლის ტერიტორიაზე   სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ.

  2.დარაჯი ხსნის და ხურავს ჭიშკარს . ამოწმებს დასაცავი ობიექტის დაცულობასსაკეტებსა და სხვა მოწყობილობებს.

  3. ამოწმებს სიგნალიზაციის გამართულბას, ობიექტის ელექტრომაშუქებელ ფარებს და ხანძარსაწინაამდეგო ინვენტარის მდგომარეობას. გაუმართაობის შემთხვევაში მოხსენებით მიმართავს სამეურნეო ნაწილის გამგეს ან ადმინისტრაციას.

 4.თუ აღმოაჩენს რაიმე დაზიანებას ობიექტზე, ან ჩაირთვება სიგნალიზაცია დარაჯი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სკოლის დირექტორს. მათ მოსვლამდე კი უზრუნველყოფს დანაშაულის მამხილებელი ფაქტების დაცვას.

 5.ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ატყობინებს სახანძრო ნაწილს, დირექტორს, პატრულს და ღებულობს პირველ ზომებს ხანძრის სალიკვიდაციოდ.

 6.დარაჯმა უნდა იცოდეს ხელწერა იმ პასუხისმგებელი პირებისა, რომელთა ნებართვით შეიძლება ობიექტზე მატერიალური ღირებულების შემოტანა და გატანა. ობიექტის დაცვის წესი და ინსტრუქციები. შესაბამისი სამსახურების ტელეფონის ნომრები.

7. დარაჯი მოვალეა არ დაუშვას უცხო პირი სკოლის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვის გარეშე.                                    

                         

                         

ცეცხლფარეში:

 ცეცხლფარეშს ნიშნავს ათავისუფლებს საგანმანათლებლო ცენტრის  დირექტორი სამეურნეო ნაწილის გამგის წარდგინებით.

  ის უზრუნველყოფს საქვაბის მოწყობილობათა შეუფერხებელ მუშაობას, აღრიცხავს ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯს.

 ცეცხლფარეშმა უნდა იცოდეს: საქვაბების მოწყობილობა, მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების  წესები.

 ცეცხლფარეშის სამუშაო გრაფიკს ადგენს სამეურნეო ნაწილის გამგე  დირექტორთან შეთანხმებით.

                     

 

                       დამლაგებელი:

   დამლაგებელს  ნიშნავს ათავისუფლებს ცეტრის დირექტორი სამეურნეო ნაწილის გამგის წარდგინებით.

  ის მოვალეა უზრუნველყოს სკოლის ნორმალური მდგომარეობა.

 

მუხლი IV. ადმინისტრაციის ძირითადი მოვალეობანი

      სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:

 

    1. განსაზღვროს სკოლის  განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშაოს ბიუჯეტი , შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
    2. შექმნას ობიექტური და დემოკრატიული შეფასების სისტემა პედაგოგთა, მოსწავლეთა, სწავლა–სწავლების  პროცესის მონიტორინგისა და სრულყოფის მიზნით.
    3. ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო–აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.
    4. ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში
    5. აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ;
    6. შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ხელშემწყობი გარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა, გავრცელება და დანერგვა;
    7. იზრუნოს სკოლის თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე;
    8. მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა;
    9. შეიმუშაოს  პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;
    10.  შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;
    11.  უზრუნველყოს, დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა;
    12.   გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში, (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა ფორსმაჟორული სიტუაცისა).

 

მუხლი V. სამუშაო  დრო და პირობები

    1. სასწავლო  წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული გრაფიკით;

167–150 სასწავლო  დღით და  ხუთდღიანი სამუშაო კვირით;

  2. პედაგოგთა კვირეული სამუშაო დრო განისაზღვროს ფორმულით:   კვირეული დატვირთვა გამრავლებული 1,5-ზე;

3. პედაგოგი  ვალდებულია  სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს  გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე  და დარჩეს ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ყოველდღიური საათობრივი ნორმატივის გათვალისწინებით;

4.კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

5. პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და დაოსტატების მიზნით დახარჯული დრო (პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამებით) ჩაითვალოს სამუშაო დროდ;

6. ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომელთა სამუშაო დრო განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (40-41 საათი კვირაში);

7.  სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ  ინსტრუქციებსა და ფუნქციებს, განსაზღვრავს  სკოლის დირექტორი ესაბამისი განკარგულებით;

8. გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაო დღის ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის განსაზღვრავს ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლიდირექტორი;

9. დაუშვებელია გაკვეთილების ცხრილისა და სამუაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა;

10. პედაგოგიური საბჭოსა და კათედრების  სხდომებზე დასწრება სავალდებულოა;

11. დასვენების დღეები და კუთვნილი შვებულება განისაზღვროს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

 

მუხლი VI.  დირექტორის განკარგულებათა თანამშრომლებამდე დაყვანის წესი

1. დირექტორის განკარგულება თანამშრომლებამდე  დაიყვანება განკარგულების თვალსაინო ადგილზე გამოკვრით, თათბირზე განცხადებით ან ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით.

 

მუხლი  VII.  სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები

  1. საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესების, ქორწინების, მძიმე ოჯახური გარემოებების ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია  განცხადებით მიართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში,  აცნობოს დირექციის წევრებს რაუგვიანეს ერთი საათისა სამუაოს დაწყბამდე;
  2. შეტყობინების არარსებობის ემთხვევაში ადმინისტრაცია  უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისრაციული სახდელი;
  3. სემესტრის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით 3 დაგვიანებისათვის მასწავლებელს გამოეცხადება გაფრთხილება.
  4. შემდეგი 3 არასაპატიო მიზეზით დაგვიანებისათვის მასწავლებელს მიეცემა შენიშვნა.
  5. ხოლო შემდეგი 3 არასაპატიო დაგვიანებისათვის პედაგოგს მიეცემა საყვედური პირად საქმეში შეტანით.
  6. არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენისათვის მასწავლებელს გამოეცხადება საყვედური პირად საქმეში შეტანით, ხოლო განმეორებითი გაცდენისათვის სკოლის დირექტორი განიხილავს საკითხს, მისი სამსახურეობრივი უფლება-მოსილების შეწყვეტის შესახებ.
  7. გაკვეთილების გაცდენისათვის მასწავლებელს ექვითება შესაბამისი თანხა. ამ თანხის ანაზღაურება ხდება, მხოლოდ გაკვეთილის ანაზღურების შემთხვევაში.
  8. პედაგოგი ვალდებულია სწავლა–სწავლების ეფექტურობის ამაღლების მიზნით ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობა საჭიროების შემთხვევაში.
  9. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს გაცდენილი სამუაო დრო ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს წინასწარი შეთანხმება კონკრეტულ პირთან მისი შეცვლის თაობაზე).
  10. სკოლის თანამშრომლებს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი არ უნაზღაურდებათ. დეკრეტული შვებულება ანაზღაურდება სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით.
  11. მუხლი VIII. წახალისება წარმატებებისთვის
  1. სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი:
  • მადლობის გამოცხადება;
  • ფასიანი საჩუქრის გადაცემა;
  • პრემია ან ფულადი ჯილდო და სხვა.
  1. წახალისება ცხადდება ბრანებით, ეცნობება სკოლის მთელ კოლექტივს და შეიტანება მუშაკის პირად საქმეში.

მუხლი IX. პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის

  1. თანამრომლის მიერ რომის შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის: დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა ან თვითნებური მიტოვება, სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება, გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევება ზედამხედველის გარეე, სწავლა–სწავლების  დაბალი ხარისხი, მოსწავლის, მშობლის ან თანამრომლის შეურაცხყოფა და კოფლიქტის გაღვივება. კოლეგიალობისა და თანამრომლობის ეთიკის დარღვევა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს:
    • სიტყვიერ გაფრთხილებას;
    • საყვედურს;
    • სასტიკ საყვედურს
    • დათხოვნას;
  2. გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება შეფარდოს სასჯელის ერთ-ერთი ნორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად.
  3. დისციპლინური  სასჯელის დადება შეუძლია სკოის დირექტორს.
  4. სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა– განმარტება, თანამშრომლის უარი ახსნა-განმარტების მიცემაზე (რაც დასტურდება აქტით) არ შეიძლება ჩაითვალოს შეფერხებად, მის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენებისათვის
  5. ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, თანამრომლის ავადმოფობასა და შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
  6.  ბრძანებას დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, თანამრომელი უნდა გაეცნოს  სამი დის განმავლობაში და დაადასტუროს ხელმოწერით;
  7. სასჯელის მოქმედების პერიოდში, უ თანამრომელი კეთილსინდისიერად შეასრულებს  მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მიაღწევს წარმატებას, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოუხსნას  სასჯელი ვადამდე ადრე;
  8. დათხოვნა, დისციპლინური სასჯელის  სახით, გამოიყენება არსებული კანომდებლობის ესაბამისად ან მაშინ, როცა თანამრომლის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა   გამოიწვევს მძიმე შედეგს.
  9. ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაივრდეს კანონმდებლობი გათვალისწინებული წესით;

მუსხლი X.  სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასი გადაყვანისა და დათხოვნის პირობები

        სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ, ან მიმდინარე წელს უსრულდებათ სასკოლ ასაკი ( 5 წელი), იქნება ეს საქარველოს თუ  სხვა ქვეყნის მოქალაქე.

  1. I  კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
    • განცხადება სკოლის ირექტორის სახელზე;
    • დაბადების მოწმობის დედანი;
    • ბავშვის სამედიცინო ფორმა #26
    • მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლის) რეგისრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
    • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4
  2. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის ემთხვევაში:
  • იმ საგანმანალებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი (მოსწავლის პირადი საქმე), რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლაის განათლებას;
  • ბავშვის სამედიცინო ფორმა - # 26
  • მიმდინარე შეფასება,
  • ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის ესახებ;
  1. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელიც დაცული უნდა იყოს:
  • განცხდება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • დაბადების მოწმობის დედანი
  • ორი ფოტოსურათი  3X4
  • მშობელთა ( კანონიერი წარმომადგენლის)  რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები.
  • სკოლასა და მშობელს შორის დადბული ხელშეკრულება;
  1. მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელ შეიძლება უარი ეთქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მოსწავლეთა რეგლამენტი ამოწურულია;

შენიშვნა:სკოლის მოსწავლეთა დასაშვებ კონტიგენტს განსაზღვრავს ადმინისტრაცია;

  1. ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის ინაგანაწესი.
  2. მოსწავლე კლასიდან მომდევნო კლასში გადაიყვანება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით დადებითი საბოლოო შედეგებისა და დამამთავრებელი გამოცდების საფუძველზე;
  3. კონკრეტულ საგანთა ჯგუფში წარუმატებლობის შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა დავალება განსაზღვრული ვადი და წარმატებით დალევის ემთხვევაში  დაიშვება მომდევნო ეტაპზე;
  4. თუ მოსწავლე ვერ აღწევს  წარმატებას, პედაგოგიური საბჭოს ანხმობი, იგი რება კურსის განმეორები მოსასმენად.

 შენიშვნა:

ა) შეფსების ათბალიანი სისტემით ბარიერად ივლება 5ქულა.

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეთათვის მოქმედებს სპეციალური პროგრამები და ეფასების სისტემა aseTis arsebobis SemTxvevaSi.

  1. მოსწავლეთა სკოლიდან დათხოვნა რეგულირდება მოსწავლეთა ქცევის კოდექსით,  შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი XI.  მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) და სკოლის უფლება-მოვალეობანი

  1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთა (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლის და მშობლის ურთიერთვალდებულებები  და პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში - გასაჩივრების მექანიზმები.
  2. ხელშეკრულების  დარღვევა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე თანახმაა დაარღვიოს ხელშეკრულება ან ერთ-ერთი მხარე არ შეასრულებს  ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ პირობებს.

 

მუხლი XII. მოსწავლეთა ვალდებულებები

  1. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში არსებულ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს.
  2. მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ყველა პუნქტს და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
  3. მოსწავლე ვალდებულია შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას მის მიერ ქცევის კოდექსის ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
  4. მოსწავლე ვალდებულია სისტემატურად დაესწროს გაკვეთილებს და სკოლის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ ღონისძიებებს.
  5. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება განიხილება როგორც ქცევის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს  დისციპლინურ სასჯელს.
  6. მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა  და მანერები არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას.
  7.  
კატეგორია: | დაამატა: ketola
ნანახია: 595 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz