მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSოთხშაბათი, 18.06.2025, 17:50

Мой сайт

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
[34]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები »

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
29.10.2017, 13:36
  1. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც სკოლა მას დროებით სარგებლობისათვის გადასცემს.
  2. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
  3. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი.
  4.  მოსწავლე ვალდებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს სასჯელს.
  5. მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს კეთილგონივრულ მითითებებსა და მოთხოვნებს.
  6. მოსწავლე ვალდებულია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე ( მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში)
  7. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას და დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.

 

მუხლი XIII.  მოსწავლის წახალისება წარმატებისთვის

  1. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა  და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე შეიძლება დაჯილდოვდეს:
  • სიგელით:
  • დიპლომით;
  • ფულადი პრემიით;
  • სხვა ჯილდოებით;

 

მუხლი  XIV.  მოსწავლისათვის შეუფერებელი ქცევის შედეგები.

 

 მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლებისადმი  დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინურ ზომებს:

 

ა) მშობელთან დაკავშირება და თათბირი:

გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელისმოწერით;

 

ბ) გასაუბრება დირექტორთან:

   გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავლის პირად საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი სასჯელის ზომის შესახებ;

 

გ) საყვედურის გამოცხადება:

  გულისხომს მოსწავლისადმი ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას;

 

დ) გამოსაცდელი ვადის დაწესება:

  გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას და დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას.

 

ე) სკოლის სერვისით საერგებლობის პრივილეგიის ჩამორთმევა:

      გულისხმობს ქცევის კოდექსის დარღვევისას სკოლის ცალკეული სერვისით სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. მაგალითად, კომპიუტერული ქსელი, ინტერნეტი, ექსკურსიაზე წასვლის უფლება და ა.შ

 

ვ) ზარალის ანაზღაურება:

     გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი ან მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით.

 

ზ) საზოგადოებრივი სამუშაო:

   გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა: სკოლის ეზოსა და შენობის გასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვა.

 

თ)  აკრძალული ნივთების კონფისკაცია:

      გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების ( მობილური ტელეფონები და სხვა საგნები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ჩამორთმევას და მშობლისათვის ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემას.

 

ი) სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება:

      გულისხმობს მოსწავლის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის  შემთხვევაში სკოლიდან დათხოვნას და სამართალდამცავი ორგანოების დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

კ) ფიზიკური დასჯა:

     დაუშვებელია მოსწავლის ფიზიკური დასჯა და ფიზიკური ძალის გამოყენება დისციპლინარული ზომის სახით;

   ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა  ან  სხვათა დაცვის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად;

 

ლ) სკოლიდან გარიცხვა და მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნა

     იგულისხმება მოსწავლის ჩამოშორება გაკვეთილებიდან ან სკოლის მიერ ორგანიზებული სხვა აქტივობებიდან.

     სასჯელის ამ ფორმის გამოყენება ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებს:

  • გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის უფლება აქვს პედაგოგს, მაგრამ იგი მოვალეა მოსწავლეს მიუჩინოს ზედამხედველი: კლასის ხელმძღვანელი, კლასის მშობელი ან დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა პირი;
  • სკოლიდან მოკლევადიანი (5 დღემდე) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეს, მას შემდეგ, რაც შეხვდებიან მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებს და ხანგრძლივობას. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლე ვალდებულია  ორი დღის განმავლობაში ანაზღაუროს გამოტოვებული მასალა;
  • გადაწყვეტილებას სკოლიდან გრძელვადიანი  (5–დან 10 დღემდე) დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის შესახებ ღებულობს სკოლის დირექცია.

 

მ)  სისტემატურად, არასაპატიო მიზეზით დამგვიანებელი და გამცდენი მოსწავლეების გაფრთხილება და სკოლიდან დათხოვნა;

 

  • თვეში 12 არასაპატიო საათზე დირექცია გააფრთხილებს მშობელს;
  • თვეში 24 არასაპატიო საათზე მოსწავლეს გამოეცხადება გაფრთხილება;
  • თვეში 36 და მეტ არასაპატიო საათზე მეტი გაცდენის შემთხვევაში  მოსწავლის სკოლაში ყოფნის საკითხს განიხილავს დირექცია.

 

მუხლი XV. შეფასების სისტემა

  1. სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს:
    • სკოლის თვითშეფასების;
    • მოსწავლის ცოდნის შეფასების;
    • გაკვეთილის შეფასების;
    • პედაგოგთა შეფასების;
    • მოსწავლეზე და მასწავლებელზე დაკვირვების, მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების წესს, მახასიათებლებსა და გაზომვად მაჩვენებლებს.
  2. მოსწავლის ცოდნის შეფასება წარმოებს ათბალიანი სისტემით.
  3.  

მუხლი XVI.  სკოლის შიდა კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები

  1. სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.
  2. სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:
    • სწავლა–სწავლების  პროცესის მიმდინარეობა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა  თათბირზე, პედაგოგიურ და კათედრის სხდომებზე;
    • სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება – ჩატარება და პედაგოგთა მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების წარმოჩენა – განზოგადება;
    • დაკვირვება პედაგოგზე. რაც გამოიხატება გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;
    • ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების, პროექტების მომზადება– პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით.
    • მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვითა და ანკეტირებით;

 

მუხლი XVII.  შინაგანაწესის ცვლილების წესი

  1. ინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება დასაბუთებული აუცილებლობის ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის  შემთხვევაში.

 

მუხლი XVIII. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები

  1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი დოკუმენტები:
    • მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
    • პედაგოგის პროფესიული სტანდარტი;
    • სკოლის შეფასების სისტემა;
    • თანამდებობრივი შეფასების სისტემა;
    • ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის;

 

                 წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას.

 

         სკოლის შინაგანაწესი გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.    

 

 

    sruliad saqarTvelos samociqulo avtokefaluri marTlmadidebluri eklesiis (saqarTvelos sapatriarqo) saxeliT:

 

 

               baTumisa da lazeTis

                  CrdiloeT amerikisa da kanadis mitropoliti

             d i m i t r i

კატეგორია: | დაამატა: ketola
ნანახია: 515 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz