მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSოთხშაბათი, 18.06.2025, 16:52

Мой сайт

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
[34]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები »

წესდება (ჩასწორებული)
29.10.2017, 13:42

 

a(a)ip qobuleTis wmida mRvdelmowame sruliad saqarTvelos kaTolikos-patriarq kirion II saxelobis saganmanaTleblo marTlmadidebluri centris

 

 

 

w e s d e b a

 

 

 

 

2011/2012 saswavlo weli

 

 

 

 

 

 

I. ზოგადი დებულებები

     მუხლი 1. სკოლის სტატუსი

1. ა(ა) იპ ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრთან არსებული სკოლა წარმოადგენს აღნიშნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, შრომის კოდექსის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.

 2. სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

 3. ა(ა) იპ ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის დირექტორი  ამავე დროს არის  სკოლის დირექტორიც.

 4.  სკოლა, განთავსებულია მისამართზე:  ქობულეთი, დავით აღმაშენებელის გამზირი №251( 26 80 84). sruliad saqarTvelos samociqulo avtokefaliri marTlmadidebluri eklesiis  (საქართველოს საპატრიარქო) sakuTrebaSi arsebul  შენობაში.

5. თავის საქმიანობაში სკოლა სარგებლობს ა(ა)იპ ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მრგვალი ბეჭდითა და საბანკო ანგარიშით.

6.  წინამდებარე წესდება ექვემდებარება ცვლილებების შეტანას, უკვე არსებული გამოცდილების საფუძველზე საინოვაციო საქმიანობის დასანერგად.                                         

მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სკოლის მიზანია:

ა) ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი, განათლებული და გონიერი ახალგაზრდობის აღზრდა.

) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

  მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს,  სკოლის დირექციას, სკოლის საგნობრივ კათედრებს, სკოლის მართვის საბჭოს  და  დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

მუხლი 4. დამfუძნებელi

1. სკოლის დამფუძნებელiა: sruliad saqarTvelos samociqulo avtokefaliri marTlmadidebluri eklesia  (საქართველოს საპატრიარქო).

 

მუხლი 5. სკოლის დირექცია

  1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილეებისა და ბუღალტრისაგან.

 

  1. სკოლის დირექტორი  დამფუძნებელთან  შეთანხმებით  ნიშნავს დირექტორის პირველ მოადგილეს (დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს).

 

მუხლი 6. სკოლის დირექტორი

  1. სკოლის დირექტორი:

 

ა) ახორციელებს სკოლის მართვას

ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

) ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას,

სკოლის ბიუჯეტს და შინაგანაწესს, გაკვეთილების ცხრილს, მარეგულირებელ დოკუმენტებს;  

 

დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

 

ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

 

ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და

შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;

ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;

თ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;

კ) განკარგავს თანხებს  დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

ლ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

მ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

 

  1. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

 

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;

 

მუხლი 7. სკოლის დირექტორის მოადგილე/მოადგილეები

  1. დირექტორის პირველი მოადგილე ვალდებულია:

 

  ა) შეასრულოს დირექტორის მოვალეობები სკოლაში მისი არყოფნის პერიოდში.

  ბ) შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი და სასწავლო რეჟიმი.

 გ) სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს მასწავლებელთა გაცდენა-დაგვიანებები.

დ) გამცდენ და დამგვიანებელ მასწავლებლებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები;

 

   ე) მოისმინოს და გააანალიზოს გაკვეთილები;

 

ვ) მოაწყოს მასწავლებელთა  გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, შექმნას მასწავლებელთა შორის კოლეგიალური ატმოსფერო;

 

   თ) დროულად და სათანადოდ შეასრულო პედაგოგიური საბჭოს გეგმით მასზე გაპიროვნებული საკითხები;

 

    ი) შეაჯამოს სემესტრის  შედეგები;

 

    კ) შეადგინოს წლიური ანგარიში;

 

    ლ) კონტროლი გაუწიოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებს და სასწავლო აღმზრდელობით პროცესს.

 

  1. დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში

 

ა.  პასუხისმგებელია სკოლის შენობა-ნაგებობათა,  კუთვნილი ტერიტორიის, სასკოლო ქონებისმოვლა-პატრონობაზე, და სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე;

 

ბ.  უზრუნველყოფს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვას;

 

            გ.  აწარმოებს კონტროლს ინვენტარის ყოველსემესტრში გადაბარების  ჟურნალზე.

 

მუხლი 8. სკოლის ბუღალტერი

ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას;

ბ)ახორციელებს საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და აკონტროლებს ჩატრებული ფინანსური ოპერაციების კანონიერებას;

გ) ახორციელებს სკოლის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვას, სკოლის თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვასა და გაცემას;

დ)აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშწორებათა დროულ აღრიცხვას;

ე) ახორციელებს ბუღალტრული ანგარიშების შედგენას და წარუდგენს სკოლის დირექტორს;

ვ) ახორციელებს ბუღალტრული საბუთების შენახვასა და არქივაციას;

ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს.

 

მუხლი 9. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.             

2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც erTi წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა.

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.

7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები(სკოლის მართვის საბჭო),რომელიც ასრულებს საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულია  მის წინაშე.

 

მუხლი 10. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს da amtkicebs mas;

ბ)  საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

     g). Sinaganawess ixilavs pedagogiuri sabWo da amtkicebs skolis  direqtori.

 

მუხლი 11. დისციპლინური დევნა

1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის  გათვალისწინებულ  დისციპლინურ  სახდელებს.

3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.

4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.

5. სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის direqtors pedagogiuri sabWos wardginebiT.

6. დირექტორის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საsamarTloSi.

                  

 

მუხლი 12. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის  განხილვა.

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს, საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში.

2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

3. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს  გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში sasamarTloSi.

4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი.

 

მუხლი 13. სკოლის სტრუქტურული ერთეულები

სკოლის სტრუქტურული ერთეულებია:

  1. კლასის დამრიგებელი;
  2. საგნობრივი კათედრები;
  3. სკოლის მართვის საბჭო;
  4. მშობელთა კომიტეტი;
  5. სამედიცინო სამსახური;
  6. საქმისწარმოება;
  7. დასუფთავების სამსახური
  8. biblioTekari

 

კატეგორია: | დაამატა: ketola
ნანახია: 511 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz