მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSოთხშაბათი, 18.06.2025, 23:44

Мой сайт

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
[34]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები »

სკოლის წესდება (ჩასწორებული)
29.10.2017, 13:46

   მუხლი 14. კლასის დამრიგებელი

1.სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს  დამრიგებელიდამრიგებელს  ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.    დამრიგებლები არიან თავიანთი კლასის რომელიმე  საგნის მასწავლებლები.

 

    2. დამრიგებლები სისტემატურ საუბრებს ატარებენ შემდეგ მიმართულებებში:

- ზნეობრივი აღზრდა;

- უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება;

- პიროვნული და მორალური განვითარება;

- გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;

- თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;

 

  1. დამრიგებლის  მოვალეობები:

 

   ) დამრიგებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე  და სკოლაში იმყოფებოდეს მანამ, ვიდრე მის სადამრიგებლო ჯგუფს არ დაუმთავრდება მეცადინეობა.

 

   ) დამრიგებელი  ვალდებულია ჰქონდეს ინდივიდუალური სადამრიგებლო სამუშაო გეგმა.

 

   ) დამრიგებელი   პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე, სასწავლო წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის დახასიათება-ანალიზი.

) დამრიგებელი  ვალდებულია ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება, კვირის ბოლოს კი მოახდინოს გაცდენების დაჯამება და ასახვა საკლასო ჟურნალში. ჟურნალი წარმოადგენს სავალდებულო აღრიცხვის დოკუმენტს და დამრიგებელი  პირადად არის პასუხისმგებელი მის მოვლა- შენახვაზე.

  

) დამრიგებელი  კატეგორიულად ეკრძალება საკლასო ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის (ნიშნების გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება.

 

   ) დამრიგებელი  ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან ჩაატაროს ინდივიდუალური სააღმზრდელო ღონისძიება, ვალდებულია იყოს შუამავალი, მოსწავლესა და პედაგოგს ან მოსწავლეებს შორის წარმოშობილი პრობლემის მოგვარების საქმეში. მოსწავლის მხრიდან დისციპლინარული გადაცდომის გამეორების შემთხვევაში მენეჯერი ვალდებულია მოხსენებით ბარათი წარადგინოს სკოლის დირექციის სახელზე.

 

 

   ) დამრიგებელი ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთი დღე, დირექციასთან შეთანხმებით, გამოყოს მშობლებთან შეხვედრებისათვის. მშობელთან ინდივიდუალური საუბრის დროს ყოვლად დაუშვებელია და კატეგორიულად კრძალება სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი.

 

    ) სასწავლო პროცესის მსვლელობისას, მოსწავლის გათავისუფლების შემთხვევაში (შეუძლოდ ყოფნა ან სხვა რამ), დამრიგებელი ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის მეცადინეობიდან დათხოვნის მიზეზს, რაც აუცილებლად უნდა იყოს ასახული მშობლის მიერ წერილობით წარმოდგენილ ან სიტყვიერ განცხადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრიგებელს  უფლება არა აქვს თანხმობა მისცეს მოსწავლეს გათავისუფლებაზე. მოსწავლის გათავისუფლება ხდება სკოლის დირექცასთან შეთანხმებით.

 

    ) სადამრიგებლო კლასიდან მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელი  ვალდებულია მიმღები სკოლისათვის მოამზადოს ამ მოსწავლის პირადი საქმე.

 

    ) დამრიგებელი  ეკრძალება სადამრიგებლო კლასის უყურადღებოდ დატოვება.

 

    ) დამრიგებელი ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;

 

    ) დამრიგებელი  რომელიც ჯეროვნად არ შეასრულებს მოვალეობას, ჩამოერთმევა სადამრიგებლო კლასი.

 

მუხლი 15. საგნობრივი კათედრები

სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართვისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში შექმნილია საგნობრივი კათედრები. კათედრის მუშაობას ხელმძღვანელობს კათედრის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ კათედრის წევრები ღია კენჭისყრით პირველსავე სხდომაზე (1 წლის ვადით).

 

  1. კათედრის თავმჯდომარე:

ა) კათედრის მეშვეობით უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.

ბ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს.

გ) აკონტროლებს კათედრის თანამშრომელთა მიერ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორის მოადგილეს.

დ) აკეთებს სასწავლო პერიოდში არ გამოცხადებული მასწავლებლის სხვა მასწავლებლით შეცვლის განრიგს და აწვდის დირექტორის მოადგილეს.

ე) სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს მასწავლებლებს აქტიური მეთოდების დანერგვაში.

ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ.

ზ) ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

 

2. კათედრის თავმჯდომარე ვალდებულია:

 

ა) დააზუსტოს კათედრის მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვა; აკონტროლოს საგაკვეთილო ცხრილი და მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა.

ბ) შეადგინოს კათედრის სასწავლო და სამუშაო საგნობრივი გეგმები.

გ) მოაწყოს რეგულარული შეხვედრები.

დ) შეადგინოს საათების განაწილების პროექტი და მიაწოდოს დირექციას.

ე) მოახდინოს სახელმძღვანელოების შერჩევა და დასამტკიცებლად გადასცეს პედსაბჭოს.

ვ)ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირების და გამოცდების მიმდინარეობას კათედრის წევრებთან  ერთად.

ზ) მოაწყოს პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებები.

თ)შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები.

 

) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ საბჭოში სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუშავება შედგენაში.

 

)საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან  შეიტანოს  წინადადებები კათედრის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

 

                  მუხლი 16. სკოლის მართვის საბჭო

     I  სკოლის  მართვის  საბჭოს მიზანი.

          მართვის  საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს:

1. სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებულ ფუნქციონირებას.

2. სკოლის მართვის ეფექტურობის სრულყოფას.

3. პედაგოგთა შორის ფუნქციების სწორ განაწილებას; ეროვნული სასწავლო გეგმისმოთხოვნათა ხარისხიან შესრულებას.

4. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დემოკრატიული პრინციპების დაცვას.

 

    II    სკოლის  მართვის  საბჭოს არჩევის წესი.

1. სკოლის  მართვის  საბჭოს წევრებს ირჩევს პედაგოგიური საბჭო 2 წლის ვადით

2 .სკოლის  მართვის  საბჭოში აირჩევიან დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგიური საბჭოს წევრები და ერთი მშობელი.

3.სკოლის  მართვის  საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს მართვის საბჭოს წევრები ღია კენჭისყრით. იგი  წარმართავს საბჭოს სხდომებს.                                                                                                                                  სკოლის  მართვის  საბჭოს არჩევნების შედეგი ძალაში შედის მათი

          რეგისტრაციის მომენტიდან.

  1. სკოლის  საბჭო, როგორც წესი, იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში  6-ჯერ.

 

II     სკოლის  მართვის  საბჭოს  ფუნქციები.

1.ა) სკოლის  მართვის  საბჭო  სკოლის  დირექტორის  დავალებით განიხილავს სკოლის  შინაგანაწესს, განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების  ნუსხას  და  მათთვის  გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან  მოსწავლეთა  გადაყვანის  პირობებს.

ბ) სკოლის  მართვის  საბჭო გამოხატავს თანხმობას  პედაგოგიური  საბჭოს მიერ შემუშავებული  სასკოლო  სასწავლო  გეგმის, სასწავლო მასალის,  მათ შორის  ეროვნული სასწავლო გეგმის  შესაბამისად გრიფმინიჭებული  და  პედაგოგების  მიერ  შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე.

გ) სკოლის  მართვის  საბჭო მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს საჩივრებს და იღებს ზომებს.

დ) სკოლის  მართვის  საბჭო უფლებამოსილია  მოსთხოვოს  სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს  შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის  შეუფერებელი  ქმედების  ჩადენისას  და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ე) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს, romelsac amtkicebs, damfuZneblis _ sruliad saqarTvelos samociqulo avtokefaluri marTlmadidebluri eklesiis (saqarTvelos sapatriarqo) saxeliT, baTumisa da lazeTis CrdiloeT amerikisa da kanadis mitropoliti dimitri.

2. სკოლის  მართვის  საბჭო გადაწყვეტილებებს  იღებს  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 

   V   სკოლის  მართვის  საბჭოს წევრების  

           უფლებამოსილების  შეწყვეტა.

1.სკოლის  მართვის  საბჭოს წევრს უწყდება უფლებამოსილება:

ა) თუ  პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა მას უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში.

ბ) თუ სკოლასა და მას შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა შემდეგი საფუძველით:

I) თუ სკოლის  მართვის  საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე.

II) თუ სკოლის  მართვის  საბჭოს წევრი სცნო საბჭომ ქმედითუუნაროდ.

 

1. სკოლის  მართვის  საბჭოს გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს პედაგოგიური საბჭოს მიერ არჩეული ახალი წევრი.

2. სკოლის  მართვის  საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:

ა) სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში.

ბ) პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

  1. პასუხისმგებელია, გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე;
  2. გაუწიოს კონსულტაცია დირექციას პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის დროს;
  3. აწარმოოს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი;
  4. ხელი შეუწყოს სკოლას სააკრედიტაციო პირობებისა და პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების მომზადებაში;
  5. შეიმუშავოს სტატისტიკა საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად;
  6. თვალყური ადევნოს კათედრის მუშაობას.

 

მუხლი 17. მშობელთა კომიტეტი

  1. ყოველ კლასში იქმნება კლასის მშობელთა კომიტეტი, კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. კლასების კომიტეტების თავმჯდომარეები ქმნიან სკოლის მშობელთა კომიტეტს,რომელიც ასევე ირჩევს სკოლის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს . სკოლის მშობელთა კომიტეტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სკოლის შინაგანაწესის შედგენაში.
  2. როგორც წესი სკოლის დირექტორის მიერ წელიწადში ორჯერ ტარდება მშობელთა საერთო კრება მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.
  3. კლასის დამრიგებელთა მიერ სემესტრში ერთხელ მაინც ტარდება კლასის მშობელთა ან მშობელთა და მოსწავლეთა საერთო კრება მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.
  4. მშობელთა კომიტეტებში, პედაგოგიურ საბჭოში, მშობელთა კრებებზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება ფარული კენჭისყრით.
  5. სასწავლო წლის განმავლობაში სპეციალური კითხვარების საშუალებით შეიძლება  შესწავლილ იქნეს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესები , სურვილები და პრეტენზიები სკოლის მუშაობასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 18. მონიტორინგის ჯგუფი

1. სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს სკოლის დირექციის წევრებით და საგანგებოდ მომზადებული მასწავლებელებით, მოსწავლეებითა და მშობლებით. ისინი იკვლევენ დაგეგმილ სასწავლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და გეგმავენ მომდევნო აქტივობებს.

2. კვლევის საგანი: სასკოლო სასწავლო გეგმა, პროგრამები, სკოლის - კლასის მართვის - ხელმძღვანელობის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების - მოსწავლეთა შეფასების საკითხები - სკოლის შიდა და გარე საქმიანობა - სასწავლო გარემო - დისციპლინა - მოსწავლეთა ჯანმრთელობა, უსაფრთხოების დაცვა, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის საკითხი და სხვა.

3. ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვათა საფუძველზე.

4. წერილობითი ანგარიში განიხილება პედსაბჭოზე და მშობელთა საერთო კრებაზე.

5. სკოლის შიდა საქმიანობის მონიტორინგის ჯგუფს ირჩევს პედსაბჭო და ამტკიცებს  დირექტორი.

 

მუხლი 19. სკოლის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა

 1. ინსპექტორს სკოლის დამფუძნებლის წარდგინებით ნიშნავსათავისუფლებს სკოლის დირექტორი .

2.  ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანი წესრიგი.

3.  მას აქვს უფლება გაჩხრიკოს ნებისმიერი მოსწავლე ნებისმიერ დროს. შეამოწმოს გაკვეთილებზე მოსწავლეთა სწრებადობა, შეაგროვოს მოძღვრის რეკომენდაციები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები . საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს მოსწავლის მშობლები (მეურვე) და აცნობოს მათ შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

 4.  გაატაროს ღონისძიებები მოსწავლეზე  მოხსენებითი ბარათის დაწერის შემთხვევაში.

5. იზრუნოს მოსწავლეთა სულიერი მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის.

მუხლი20. სამედიცინო სამსახური

1.სკოლის სამედიცინო სამსახურს ახორციელებს ექთანი. სამედიცინო სამსახურის მიზანია,საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების, პედაგოგიური, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის სისტემატური კონტროლი,

2. სამედიცინო სამსახური უზრუნველყოფს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უფასო კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს გადაუდებელ პირველ დახმარებას. სკოლის დირექტორს წარუდგენს იმ მედიკამენტთა ჩამონათვალს, რომელთა შეძენაც აუცილებელია მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის.

3.სისტემატურად აწარმოებს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიური მდგომარეობის მონიტორინგს და განსაზღვრავს სათანადო ღონისძებებს მათი ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

4 სკოლის ექთანს ნიშნავს  დირექტორი.

 

 

კატეგორია: | დაამატა: ketola
ნანახია: 519 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz