|
(8-10 ქულა)
|
(5-7 ქულა)
|
(1-4ქულა)
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელს
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
იჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
თანამშრომლობა
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
|