ა(ა)იპ ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი
2017-2018 სასწ.წელი
ქართული ენა
შეფასების რუბრიკა
IIგ კლასი
ზეპირმეტყველება
შეფასების კრიტერიუმები წარმატებული კარგი საშუალო საშუალოზე დაბალი
მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას, ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე; მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე; გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს / მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან.
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას. სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით; ასათაურებს ტექსტს; ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, ნიშან-თვისებებს); საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციბის, სხვა საყრდენების გამოყენებით);
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას სათანადო ადგილიდან.
გამოხატავს პირად დამოკიდებულებას მხატვრული ტექსტების პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ.
ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან (იხსენებს მსგავს შემთხვევას, პერსონაჟს უდარებს თავის მეგობარს, სხვ.); გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს
ამბის გადმოცემის, ნაცნობი საგნის თვალსაჩინო ნიშნებით აღწერა- დახასიათების დროს იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს; განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით; სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...); ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს
კითხვა
შეფასების კრიტერიუმები წარმატებული კარგი საშუალო
ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს; ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს; ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას; სათანადო ინტონაციით გამოხატავს წინადადების მოდალობას (თხრობითი, კითხვითი ბრძანებითი წინადადებების);
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან; პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს. კითხულობს ხმამაღლა და მკაფიოდ.
აფასებს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის საქციელს; გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
ქმნის მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის ილუსტრაციას,მოცემული ილუსტაციის მიხედვით ხვდება ტექსტის სავარაუდო შინაარსს
შეუძლია წიგნზე მუშაობა,იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშენბს,წიგნის სარჩევს,სიტყვათა განმარტებებს
წერა
შეფასების კრიტერიუმები წარმატებული კარგი საშუალო
წერს აკურატულად, იცავს ტექსტის გრაფიკულ სტრუქტურას;
მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);
კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს)
სათანადოდ იყენებს ეტიკეტური მეტყველების ფორმებს პრაგმატული ტექსტების (მაგ., მოსაწვევი ბარათის) შედგენისას.
კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
ხმამაღლა კითხულობს თავის მიერ შესრულებულ დავალებებს და ასწორებს დაშვებულ შეცდომებს
პრეზენტაცია
კრიტერიუმები წარმატებული კარგი საშუალო
მითითებული გეგმის მიხედვით წარმოადგენს პრეზენტაციას
საუბრობს თავისუფლად
იყენებს თვალსაჩინოებას
პასუხობს თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე
დისკუსია
კრიტერიუმები წარმატებული კარგი საშუალო
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, იცავს მის წესებს სწორად
თემის შესაბამისად სვამს კითხვებს დასმულ კითხვაზე.
სცემს გააზრებულ,დასაბუთებულ პასუხს
|