სტატისტიკა |
---|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2018 » თებერვალი » 16 » შეფასების რუბრიკა მათემატიკაში - 2017-2018 სასწ. წელი -I
10:32 შეფასების რუბრიკა მათემატიკაში - 2017-2018 სასწ. წელი -I |
შეფასების რუბრიკა მათემატიკაში - 2017-2018 სასწ. წელი
საკლასო დავალების შეფასების რუბრიკა
აქტივობები, რომელშიც ფასდება მოსწავლე
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტივობა, მოსმენის კულტურა, მობილიზება, ეთიკური ნორმების დაცვა
|
პასიურია, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ უსმენს მოსაუბრეს,არ იცავს ეთიკურ ნორმებს
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივადაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ვერ იცავს ეთიკის ნორმებს
|
გაკვეთილში ჩართულია ნაწილობრივ, უჭირს ყურადღების კონცენტრირება. იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკის ნორმებს
|
გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებულია, უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს
|
გაკვეთილზე აქტიურია, ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს
|
წაკითხული ინფორმაციის შეჯამების უნარი, ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობა
|
ვერ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, ჯგუფში მუშაობისას პასიურია, არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ცდილობს ითანამშრომლოს ჯგუფის წევრებთან
|
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, ზოგჯერ აკეთებს სწორ დასკვნებს და თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
კარგად ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია, უმეტესად აკეთებს სწორ დასკვნებს, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
კარგად აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, კეთებს სწორ დასკვნებს, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
დისკუსიაში მონაწილეობა, კითხვების დასმა და პასუხი, კამათის წესების დაცვა
|
არ მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივია, არ იცავს კამათის წესებს
|
არ მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები არამიზნობრივია და უშინაარსო, არ იცავს კამათის წესებს
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები ზოგჯერ არამიზნობრივია და უშინაარსო, ცდილობს დაიცვას კამათის წესები
|
მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები მიზნობრივი და შინაარსიანია, კითხვებზე პასუხობს დასაბუთებულად, იცავს კამათის წესებს
|
აქტიურად მონაწილეობს დისკუსიაში, დასმული კითხვები შინაარსიანი და მიზნობრივია, კითხვებზე პასუხობს დასაბუთებულად, იცავს კამათის წესებს
|
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, საკითხის კონკრეტულობა
|
ვერ აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას ან უჭირს მათი გამყარება ფაქტებით და არგუმენტებით.
|
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებას, საკითხის დასმისას ზოგადია და არაკონკრეტული
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებას, მწირი ფაქტებით, ცდილობს გაამყაროს არგუმენტებით
|
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და ამტკიცებს არგუმენტებით, საკითხის დასმისას კონკრეტულია
|
კარგად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, ამყარებს არგუმენტებით, აკეთებს ანალიზს და მოჰყავს შესაბამისი ფაქტები, საკითხის დასმისას კონკრეტულია
|
საშინაო დავალება
კრიტერიუმი
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება, მათემატიკური ენის ფლობა
|
არაადეკვატურად იყენებს მათემატიკურ ცნებებს და ტერმინებს
|
არაადეკვატურად იყენებს ზოგიერთ მათემატიკურ ცნებებს და ტერმინებს
|
იყენებს მათემატიკური ცნებებისა და ტერმინების ნაწილს
|
იყენებს ყველა მათემატიკურ ცნებებას და ტერმინს
|
სწორად და ეფექტიანად იყენებს ყველა მათემატიკურ ცნებას და დებულებას
|
კავშირებისა და მიმართულებების დადგენა.
|
ამოიცნობს ორ ოდნავ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ მათემატიკურ ობიექტებს
|
ამოიცნობს ორ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ მათემატიკურ ობიექტებს
|
აღწერს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებსა და პროცედურებს შორის
|
აღწერს და იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებსა და პროცედურებს შორის
|
სწორად და ეფეტიანად აღწერს და იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებსა და პროცედურებს შორის
|
გამოთვლები
|
გამოთვლები არ შეესაბამება ამოცანის პირობას, შედეგი არაადეკვატურია
|
პრობლემის გადაჭრის გზა შეიცავს გამოთვლების ძირითად ნაწილს, რეალიზება ნაწილობრივ არასწორია
|
გამოთვლები შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს
|
პრობლემის გადაჭრისთვის ირჩევს გამოთვლების რაიმე გზას, გამოთვლები ძირითადად სწორია
|
პრობლემის გადაჭრისთვის ირჩევს და იყენებს გამოთვლების ოპტიმალურ ხერხს, გამოთვლები სწორია
|
ამოცანის ამოხსნის გზა და მისი რეალიზება
|
ვერ აღიქვამს დავალების შინაარსს, ვერ ჭრის მარტივ მათემატიკურ პრობლემას
|
სრულად ვერ აღიქვამს დავალების შინაარსს, უჭირს მარტივი მათემატიკური პრობლემის გადაჭრა
|
ჭრის მარტივ მათემატიკურ პრობლემას სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით
|
რთულ პრობლემას ჰყოფს საფეხურებად და ხსნის ნაწილობრივად, მაგრამ ხარვეზებით
|
რთულ პრობლემას ჰყოფს საფეხურებად, მარტივ ამოცანებად და ხსნის ეტაპობრივად, მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით
|
შესასრულებელი სამუშაოს ვადები და მოცულობა
|
იშვიათად ასრულებს დავალებებს, დავალებები არასრულყოფილია
|
უმეტესად ასრულებს დავალებებს, დავალებები არასრულყოფილია
|
უმეტესად ასრულებს დავალებებს ვადებისა და რაოდენობის გათვალისწინებით
|
ასრულებს დავალებებს ვადებისა და რაოდენობის გათვალისწინებით
|
კეთილსინდისიერად ასრულებს დავალებებს ვადებისა და რაოდენობის გათვალისწინებით
|
შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების სქემა
აქტივობები, რომელშიც ფასდება მოსწავლე
|
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
მათემატიკური ობიექტებისა და ენის გამოყენება
|
არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს,აღნიშვნებს; არასრულყოფილად წარმოადგენს მონაცემებს
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებას, ტერმინსა და აღნიშვნას; ნაწილობრივ წარმოადგენს მონაცემებს
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებას, ტერმინსა და აღნიშვნას; თუმცა არაორგანიზებულად წარმოადგენს მონაცემებს
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებების, დებულებებისა და აღნიშვნების უმეტესობას
|
იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, დებულებასა და აღნიშვნას; ირჩევს მონაცემთა ორგანიზებისა და წარმოდგენის ოპტიმალურ ფორმას
|
ამოცანის ამოხსნის გზა
|
ვერ პოულობს ამოხსნის რომელიმე გზას
|
პოულობს ამოხსნის რომელიმე გზას, იწყებს, მაგრამ ვერ ასრულებს ამოხსნას
|
პოულობს ამოხსნის რომელიმე გზას, იწყებს, მაგრამ ნაწილობრივ ხსნის ამოცანას
|
პოულობს ამოხსნის რომელიმე გზას, მიყვება მას, თუმცა ხარვეზებით
|
პოულობს ამოხსნის ოპტიმალურ გზას, ბოლომდე ახდენს მის რეალიზებას
|
კავშირები და მიმართებები
|
ამოიცნობს ორ, ოდნავ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ იდენტურ მათემატიკურ ობიექტს
|
ამოიცნობს ორ, ოდნავ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ იდენტურ მათემატიკურ ობიექტს; ცდილობს მათ დალაგებას ( მაგ. განსხვავებული ასოითი აღნიშვნებით ჩაწერილ ერთსა და იმავე ალგებრულ გამოსახულებას)
|
ამოიცნობს ორ, ოდნავ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ იდენტურ მათემატიკურ ობიექტს; ალაგებს მათ, მაგრამ ხარვეზებით (მაგ. სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილ ერთსა და იმავე ასახვას)
|
აღწერს კავშირს სხვადასხვა სტანდარტულ მათემატიკურ ობიექტსა თუ პროცედურას შორის; (მაგ. განტოლების ამოხსნა და მოცემული ასახვისთვის მოცემული მნიშვნელობის წინასახის პოვნა)
|
აღწერს კავშირს სხვადასხვა სტანდარტულ მათემატიკურ ობიექტსა თუ პროცედურას შორის (მაგ. იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს და ტოლობის/ უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ თვისებათა დასაბუთებისას)
|
გამოთვლები
|
გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე. შედეგი არაადეკვატურია
|
გამოთვლები შესრულებულია ნაწილობრივ, მაგრამ შედეგები არასწორია
|
შეიცავს გამოთვლების ძირითად ნაწილს, შედეგები ნაწილობრივ არასწორია
|
გამოთვლები ძირითადად სწორია, თუმცა შეიცავს ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს
|
გამოთვლები სწორია, არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური გზა
|
|
ნანახია: 5930 |
დაამატა: ketola
| რეიტინგი: 4.5/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|