მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSპარასკევი, 18.07.2025, 06:34

Мой сайт

საიტის მენიუ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2018 » თებერვალი » 14 » შეფასების რუბრიკები საზოგადოებრივ მეცნიერებებში I ნაწ.
13:28
შეფასების რუბრიკები საზოგადოებრივ მეცნიერებებში I ნაწ.

1.დისკუსიის  შეფასების სქემა

 

 (8-10 ქულა)

 (5-7 ქულა)

 (1-4ქულა)

მოსმენა

ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს

ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს

იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს

საუბარი

მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელს

ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელს

მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება

არავერბალური კომუნიკაცია

შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)

ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი

იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს

მონაწილეობა

უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით

ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო

მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას

კოოპერაცია

თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს

ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს

იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს

მოსაზრების არგუმენტირება

მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით,  ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან

მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები

მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით

 

2.ინფორმაციის მოძიება

კრიტერიუმები

1-3

4-5

6-7

8-10

ინფორმაციის მოძიების წყაროები

იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას

იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას

იყენებს მხოლოდ რამდენიმე ინფორმაციის წყაროს

იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს

მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა

მასალა არ არის საკითხის შესაბამისი

მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს

მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს

მასალა სრულიად შეესაბამება საკითხს

მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებულობა

მასალა არ არის სწორად ორგანიზებული

მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია

მასალა ორგანიზებულია, მაგრამ რთულად აღსაქმელი

მასალა კარგად და მოსახერხებლადაა ორგანიზებული

მოძიებული ინფორმაციის ანალიზი

ვერ იყენებს სკოლის მასალას მიზნობრივად

ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.

ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.

მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას

ნანახია: 541 | დაამატა: ketola | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2018  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz