მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSხუთშაბათი, 19.06.2025, 08:45

Мой сайт

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [37]
შეფასების რუბრიკები [0]
შეფასების რუბრიკების კლასებისა და საგნების მიხედვით
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » Мои статьи

დაზუსტებული სადამრიგებლო (კლასის მენეჯერი) პროგრამა

კლასის მენეჯერს  (დამრიგებელს) ევალება:

ა) გააცნოს მოსწავლეს და მის მშობელს  მათი უფლებები და მოვალეობები (შინაგანაწესი, ეთიკისა და ქცევის კოდექსები)

ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე);

გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;

დ) იყოს შუამავალი მოსწავლ, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლ

ემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;

ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

 

ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;

თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს ოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;

ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.

 

კლასის მენეჯერის (დამრიგებლის)  მუშაობის პრინციპებია:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

დ) თანამშრომლობის პრინციპი დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

 

სადამრიგებლო პროგრამა

1.      მშობელთა კრებები.

2.      მშობელთა ინფორმირება მოსწავლის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის შესახებ.

3.      სადამრიგებლო პროგრამა.

4.      მოსწავლის დახმარება აკადემიური და სხვა პრობლემების გადაჭრაში.

5.      მოსწავლის მშობლებსა და მოსწავლეებს შორის შუამავლობა პრობლემის  წარმოქმნის შემთხვევაში.

6.      მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა მინიმუმ ერთხელ (ეს არ უნდა მოხდეს კრებაზე, უნდა შემუშავდეს მშობლებთან შეხვერდის ინდივიდუალური გრაფიკი)

7.      მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და ინფორმაციის ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში.

8.      საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში.

9.      ყურადღება მიაქციოს ნიშნების და გაცდენების დროულ შეტანას საკლასო ჟურნალში.

10.   სასწ.წლის ბოლოს თითოეული მოსწავლის ნიშნები, არები (ცხრილის სახით), მოკლე დახასიათება.

11.   წესრიგში ქონდეს მოსწავლეთა დოკუმენტაცია.

12.   დღიურების შემოწმება.

13.   ახალი მოსწავლის წარდგენა კლასში.

14.   საუბრები მოსწავლეებთან პიროვნული და მორალური განვითარების მიზნით.

15.   საუბრები მოსწავლეებთან უსაბრთხოებისა და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების განვითარებისათვის.

16.   საუბრები და ღონისძიებები გარემოს დაცვის შესახებ (ექსკურსიები, ლაშქრობები, ნარგავების დარგვა)

17.   საუბრები და ღონისძიებები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

ღონისძიებები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით (ექსკურსიები, სპექტაკლზე დასწრება, ფილმების ჩვენებ

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ketola (05.11.2013)
ნანახია: 2129 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz