მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSხუთშაბათი, 19.06.2025, 08:21

Мой сайт

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [37]
შეფასების რუბრიკები [0]
შეფასების რუბრიკების კლასებისა და საგნების მიხედვით
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » Мои статьи

შინაგანაწესი - მესამე ნაწილი

სკოლის დირექტორის მოადგილე:

1.         დირექტორის მოადგილეს,  დამფუძნებელთან შეთანხმებით ნიშნავს (ათავისუფლებს) სკოლის დირექტორი

 

დირექტორის მოადგილე:

)კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა და თანამშრომელთა შორის დისციპლინის გამყარებას.

)აწარმოებს კონტროლს სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებაზე.

)აკონტროლებს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავს სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის, აანალიზებს ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მდგომარეობას.

)იმუშავებს კლასგარეშე და სკოლის გარეშე ღონისძიებების გეგმებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას.

)ხელმძღვანელობს სტუდიების საქმიანობას.

)აკონტროლებს კლასის ხელმძღვანელების მუშაობას, უზრუნველყოფს მათ მიერ სააღმზრდელო გეგმების სადღეისო მოთხოვნათა დონეზე შესრულებას. მოწმობს მათ მიერ ჩატარებულ წერილობით ანგარიშებს.

)ხელმძღვანელობს პირველი და ბოლო ზარის ჩატარებას სათანადო დონეზე.

)ორგანიზაციას უკეთებს სკოლაში, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობას.

)უზრუნველყოფა მასწავლებელთა მეთოდური ლიტერატურით, სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით მომარაგებას.

)ზრუნავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მეთოდურ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მასწავლებლებს,ატარებს ღონისძიებებს მათი პედაგოგიური და მეთოდური დახელოვნებისათვის.

2.         იგი პასუხისმგებელია სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე.

3.         სკოლის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესს, ადგენს გაკვეთილების ცხრილს, საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებს მას. აწარმოებს ტაბელს. ამოწმებს საკლასო ჟურნალებს.

4.         ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისათვის. ადგენს მოსწავლეთა რაოდენობას კლასების მიხედვით, აზუსტებს პედაგოგთა დატვირთვას. თვალყურს ადევნებს საკლასო ოთახების მომზადებას.

5.         აწარმოებს შიდა სასკოლო კონტროლს სასწავლო გეგმებისა და პროგრამების განხორციელებაზე.

6.         ხელმძღვანელობს გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას. დირექტორთან შეთანხმებით ნიშნავს საგამოცდო კომისიას.

           

                                 

                                 

სკოლის ადმინისტრაცია

  სკოლას მართავს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც შედგება სკოლის დირექტორისაგანდირექტორი მოადგილისაგან, სკოლის ინპექტორისაგან, სამეურნეო ნაწილის გამგისაგან, ბუღალტრისაგან და სკოლის მართვის საბჭოს წევრებისაგან.

1.         სკოლის ადმიმნისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს სკოლის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას.

2.         სკოლის ადმინისტრაცია:

)დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის საწავლო-აღმზრდელობით და სამეურვეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების პროექტებს.

)სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და ბუღალტერიას,

)შეიმუშავებს სკოლის არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს,

)ამზადებს და დირექტორს პედაგოგთა საერთო კრებაზე განსახილველად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს,

ე) კოორდინაციას უწევს საგნობრივი კათედრების მუშაობას.

)ახორციელებს სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა  და დირექტორის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ketola (05.11.2013)
ნანახია: 726 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz